„კორსიკული და ქართული ფოლკლორის ნათესაობა“ - წალენჯიხის N2 სკოლის პედაგოგის შთამბეჭდავი პროექტი 
21-04-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მუსიკის ამაგდარმა პედაგოგმა, ქვათი ჯოლოხავამ მე-6 კლასში პროექტი - „კორსიკული და ქართული ფოლკლორის ნათესაობა“ წარადგინა.

პედაგოგმა აღნიშნა, რომ ბევრი მეცნიერის აზრით, ქართველები და ბასკები მონათესავე ერებია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ქართველებს დიდი ალბათობით კიდევ ერთი, მუსიკის კუთხით მონათესავე ერი ჰყავს და ესენი არიან - კორსიკელები.

მოსწავლეები ცნობის სახით გაეცნენ კორსიკის გეოგრაფიულ მდებარეობას და მათი ფოლკლორისათვის დამახასიათებელ მუსიკალურ მახასიათებლებს. ვიდეომასალებით ნაჩვენები იყო კორსიკული ფოკლორის ნიმუშები, როგორც კორსიკელების, ისე მათთან დამეგობრებული ქართული ანსაბლები: „შავნაბადა“, ხელმძღვანელი დათო ცინცაძე „იმერი“, „ქართული ხმები“, „თეატრალური კვარტეტი“ და სხვა, სადაც გამოიკვეთა აშკარა მსგავსება და ძალიან ახლო კავშირი სიმღერის პოლიფონიურ სტრუქტურასთან, მუსიკალურ შინაარსთან და ზოგადად კილოკავთან. 

„კორსიკელები მართლაც ჩვენი ქართული ტიპის პოლიფონიის მატარებლები არიან. ყველა ეს მახასიათებლები განსაკუთრებით ქართლ-კახეთის ხალხურ სიმღერებში იკვეთება. პროექტმა დიდი ინტერესი გააღვიძა მოსწავლეებში. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ ასეთი უჩვეულო, მუსიკალური ნათესაობის გაცნობის შესახებ. დასასრულს ქალბატონმა ქვათიმ სურვილი გამოთქვა, რომ ბევრი მოზარდი, თუნდაც არასასკოლო ასაკის ახალგაზრდა გაეცნოს და მეტი ინფორმაცია მიიღოს ამ ორი ქვეყნის მუსიკალური ნათესაობის შესახებ. სასურველი იქნებოდა, რომ სახელოვნებო სკოლებში, სადაც ფოკლორი პრიორიტეტი და კულტურის ძეგლია, დაინტერესდნენ და მოსწავლეებს გააცნონ კორსიკის ფოკლორი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203