ივანდიდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
21-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ბუნებისმეტყველებაში ვიქტორინა მიუძღვნეს.
ვიქტორინაში ორი გუნდი მონაწილეობდ და სამ ეტაპად წარიმართა. თითოეულ გუნდს კაპიტანი ჰყავდა და ვიქტორინის შედეგებს ჟიური აჯამებდა, რომლის თავჯდომარე დირექტორი ნატა ძიძიგური იყო, ხოლო წევრები პედაგოგები: მანანა ღოღობერიძე, ია ტერელაძე და მაია ჩხეიძე.
„ვიქტორინა ბუნებისმეტყველებაში“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მიუძღვნეს და თავისი სათქმელი თქვეს, საკუთარი ცოდნისა და უნარების საუკეთესოდ წარმოჩენით დედამიწასა და იმ საარსებო გარემოს მიმართ, რომელ გარემოშიც არსებობა და ცხოვრება უწევთ.
დედამიწის მიმართ მზრუნველობითი გარემოს შექმნა და მოვლა-პატრონობა უნდა გამოხატონ აწმყოსა და მომავალშიც. არათუ თავად გამოხატონ, არამედ გახდნენ მაგალითის მიმცემნი იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სჭირდებათ გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
არცთუ ისე მარტივი კითხვებით შედგენილი ტურები გადალახეს გუნდებმა და შედეგები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. კაპიტნებმა ტოლი არ დაუდეს და მათთვის განკუთვნილი ტური მაღალი შეფასებით დაასრულეს.
მეოთხეკლასელებმა დედამიწას „დაბადების დღე“ მიულოცეს და მთავარი გზავნილიც გაუგზავნეს: დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდებით და დავიცავთ მას!“, - წერია ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, იამზე ფანცულაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203