პატარა ირაგის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
21-04-2022
ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით აქტივობები ჩატარდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სპეციალური პლაკატები დაამზადეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.