პატარა ირაგის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
21-04-2022
ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა სპეციალური პლაკატი დაამზადეს და თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებისთვის 9 აპრილის მოვლენები მუდამ მათ გულებშია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს