ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ.
ამ დღის ფარგლებში, მე-3გ კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქეს. კლასის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარ მადონა სტურუას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
„საყოველთაო აქციას მე და ჩემი პატარებიც შევუერთდით. მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციას, განათლებული ახალი თაობის აღზრდას ემსახურება.
ემოციური დღე ჩემი პატარებისთვის“,- წერია პედაგოგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: