ბაღდათის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები დედამიწის დასაცავად გაერთიანდნენ
21-04-2022

ბაღდათის N1 საჯარო სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. დედამიწის დასაცავად IV კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ქრისტინა ჯავახაძის ხელმძღვანელობით, გაერთიანდნენ.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, შექმნეს პლაკატები, ჩამოწერეს დედამიწის „სურვილები“ და უყურეს ვიდეორგოლებს. ბოლოს კი მოეწყო ნამუშევრების გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203