მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით​ა და აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში 
21-04-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც აპრილის მნიშვნელოვანი თარიღები.

დედანის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.  

ასევე V კლასის მოსწავლეებმა შექმნეს დედაენის დღესთან დაკავშირებული კედლის გაზეთი. ამასთან, მოსწავლეებმა ფერადი ცარცით მოხატეს ასფალტი, სადაც უკრაინელებისადმი მხარდაჭერაც გამოხატეს.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით კი სკოლაში კვირეული ჩატარდა. მოსწავლეებმა სიმბოლურად სკოლის ეზოში დარგეს ყვავილები, რომლებიც ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იყვავილებენ.

პირველი ყვავილი სკოლის უხუცესმა, ხელოვნების მასწავლებელმა, ვიანა სანაიამ დარგო. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თავიანთი განწყობა ფურცელზე გადაიტანეს, ლოზუნგით - „დედამიწა ხომ ჩვენი სახლია“.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203