„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-04-2022

ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ პროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: 

  1. მინი კონფერენცია;
  2. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
  3. კედლის გაზეთების შექმნა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203