ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოლუბის წევრები ყველის ქარხანას სტუმრობდნენ
21-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოლუბის - „დედამიწის დღე არის ყოველ დღე“ წევრები ყველის ქარხანაში იმყოფებოდნენ. 

მათ შესაბამისი ტანისსამოსი მოირგეს, რათა სისუფთავე დაეცვათ და ქარხნის მუშაობის პრინციპს დეტალურად გაეცნენ. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები იქ დასაქმებულ პირებს დაუსვეს და ყველის დამზადებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. 

ქარხნის დირექტორმა მარიეტა ჰოვსეპიანმა სტუმრებს ქარხნის გახსნისა და მუშაობის ისტორია მოუყვა.

ვიზიტი საინტერესო, ინფორმაციული და შემოქმედებითი იყო. 

„ქარხანა ძალიან ცნობილია საქართველოში, აქ დამზადებული ყველი თბილისის მასშტაბითაც იყიდება. ქარხანაში ამზადებენ სხვადასხვა სახის ყველს მაგალითად: სულგუნი, ქარხნული, ლორი და ა.შ.
ძალაინ სასიამოვნო და მეგობრული შეხვედრა იყო. დიდ მადლობას გიხდით, რომ მოგვეცით საშუალება და გაგვაცანით თქვენი ქარხანა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203