ჯიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
21-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად დედამიწის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ თემებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.

სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ეს დღე გარემოზე ზრუნვას დაუთმეს. კლუბის ხელმძღვანელი კი ბიოლოგიის პედაგოგი გულნარა ზაკალაშვილი.

„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებსა და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ გარეულ ყვავილების ფონზე მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლება ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203