„წვლილი შევიტანოთ ჩვენი საქართველოს აყვავებაში“- ბავრის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა მოეწყო
21-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში შაბათობა მოეწყო. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ხეხილის ნერგები დარგეს და მორწყეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გარემოს დაცვისა და დასუფთავების მნიშვნელობას კარგად იაზრებენ. 

აქტივობაში მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ჯული ველი შირინიანი იყო.

„მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ ყოველდღე მორწყავენ, სანამ გაახარებენ ნერგებს, პირველკლასელები სიხარულით შეჰყურებდნენ ნერგებს. ერთმანეთს სითბო და სიკეთე ვუსურვუთ მუდამ. მოსწავლეებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი საქართველოს აყვავებაში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203