„მე მიყვარს ხელოვნება“ - ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს
21-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარადგინეს და გამოფენა - „მე მიყვარს ხელოვნება“ გააკეთეს.
მოსწავლეების ნამუშევრებში უაღრესად დიდი შემოქმედებითი ნიჭი და პროფესიონალიზმი იგრძნობოდა. აღსანიშნავია, რომ ნორჩი მხატვრების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი მარინა კირკიტაძეა.
„მე მიყვარს ხელოვნება“ - ასე უწოდეს მათ გამოფენას. პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი... ყველა მიმართულებით გაშალა მათმა ფანტაზიამ ფრთები... თითოეულ ნახატში ბავშვური გულწრფელობა და ინდივიდუალური ხედვა იკითხება. წარმატება ჩვენს ნორჩ მხატვრებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს