ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატვის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
21-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეკლა ჩარკვიანი და გიორგი ჩარკვიანი ხატვის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

კონკუსი დედაენის დღეს ეძღვნებოდა, ორგანიზატორი კი ცაგერის რაიონის სამხატვრო სკოლა იყო. 

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და დაჯილდოვდნენ. სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203