ქართული ენის ღირსეული მცველები ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლიდან
26-04-2022
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს და კლასებში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ფონად სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის სიტყვები უძღოდა.

„ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო. ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი“, - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.

აღსანიშნავია, რომ დედაენის დღის აქტივობების ფარგლებში სკოლის პატარა მოსწავლეები ერთმანეთს ლამაზად და სუფთად წერაში შეეჯიბრნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203