„გაუფრთხილდი გარემოს, აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ!“-თბილისის N152 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
21-04-2022
თბილისის N152 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის პედაგოგებმა: ეკატერინე კილაბერიამ, ეკატერინე ღვედაშვილმა, ია ამაშუკელმა მეხუთეკლასელებთან ერთად დედამიწის დღეს ღონისძიება - „გაუფრთხილდი გარემოს, აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ!“ მიუძღვნეს.
„ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. მხოლოდ გარემოსადმი პასუხისმგებლობის გამოჩენა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პოზიტიურად შევცვალოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ თემებს შორის არის და ამ კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად ტარდება.