
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე ყველა კლასის მოსწავლემ წარმოადგინა ნახატები და ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები არაჩვეულებრივი იყო და მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები ნათლად წარმოადგინეს. ისინი აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
გამოფენა ხელოვნების მასწავლებლის ლეილი არზუმანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომას წინ 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა უძღვის.
იხილეთ ფოტოები: