„დედამიწა შველას ითხოვს“​ - კოლოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა
21-04-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელ დალი ბარამიძესთან ერთად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სასწავლო შემეცნებითი აქტივობა - „დედამიწა შველას ითხოვს“ მოაწყვეს.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა - ანასტასია ფარტენაძემ, გიგა დარჩიძემ, მარი გურგენიძემ, საბა გოგუაძემ, დაჩი გოგუაძემ, მათე გოგუაძემ, ნინო გურგენიძემ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს წინასწარ დამუშავებული თემები დედამიწის სტრუქტურის, მისი სფეროებისა და დღეს არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

გეოგრაფიის პედაგოგი რევაზ სალაძე ბავშვებს ესაუბრა იმ გლობალურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს პლანეტა დედამიწა დგას.

შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, გენად მახარაძემ ბავშვებს მადლობა გადაუხადა იმ კრიტიკული აზრებისა სწორი შეფასებისათვის, რაც მათ პრეზენტაციებში გამოიკვეთებოდა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის შემოგარენში დარგეს ყვავილებისა და ხე-მცენარეების ნერგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203