ბარდუბნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
26-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი გაკვეთილი „ის, რაც ჩემია და შენია, ჩვენი სოფელია“, დავით კლდიაშვილის საიუბილეო წლისთავს, დაბადებიდან 160-ე წელს მიეძღვნა.

მერვეკლასელების ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი და დამრიგებელი თეონა გვენეტაძე გახლავთ. 

მოსწავლეების დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის ულამაზეს ეზოს ეწვივნენ; მოსწავლეებმა საინტერესო და უძველესი ექსპონატები დაათვალიერეს.

„სიმონეთის სავიზიტო ბარათი. ჩვენს თვალწინ კინოფირივით გაიარა დავით კლდიაშვილის ცხოვრებამ. მუზეუმის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლალიმ დაწვრილებით გვიამბო თითოეული დეტალის შესახებ საინტერესო ისტორიები. დიდი მადლობა მას მასპინძლობისთვის: იმერული თავაზიანობით ჭიშკრამდეც გამოგვაცილა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203