ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
21-04-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებული ღონისძება მე-3 კლასში გაიმართა. მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

გარდა ამისა, მესამეკლასლებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს რატომ და როგორ აღნიშნავენ აღდგომას. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძების ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი ნარინე დარბინიანი იყო.

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომას წინ 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა უძღვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203