ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რომის ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი „გააცოცხლეს“
26-04-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მოსწავლეებმა ამჯერად, რომის ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი „გააცოცხლეს“; ნიჭიერმა ბავშვებმა მეტად საინტერესო და ინფორმაციული აქტივობა განახორციელეს.

„ქრისტეშობამდე 44 წელი. რომის სენატი. სტუმრად გაიუს იულიუს კეისარი გვყავდა თუმცა, კეისარი სანამ სიტყვით მოგვმართავდა მარკუს ბრუტუსმა და სხვა შეთქმულებმა „მოკლეს“. ბრწყინვალე მოდელირება რომის ისტორიის ტრაგიკული ფურცელისა... ისტორიკოსები ძევრის სკოლიდან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203