ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოტოხელოვნებას შეისწავლიან
21-04-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლას ფოტოინვენტარი გადაეცა.
სკოლა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, ორგანიზაცია - „გურიის აგრო ბიზნესცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარის, თამარ ხომერიკის თაოსნობით დასაჩუქრდა.
სკოლას ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათი, ფერადი პრინტერი, შავ-თეთრი კომბაინი, ქაღალდის საჭრელი, ლამინირების აპარატი, ფოტოქაღალდი, ლამინირების ფირი და კარადა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ფოტოხელოვნებას შეისწავლიან და საჩუქრები მათ, ამ მიზნის განხორციელებაში უაღრესად დაეხმარებათ.