
კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. პედაგოგები და მოსწავლეები საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ისტორიის მასწავლებლის, მანუჩარ ფხალაძის ხელმძღვანელობით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია დაარბია.
ამ დღეს, 33 წლის წინ, ქართველმა ერმა მთელ მსოფლიოს ანახა რა არის ერთიანობის, თავისუფლებისათვის ბრძოლის, თავგანწირვის ფასი.
1989 წლის 9 აპრილს სწორედ დამოუკიდებლობისათვის იბრძოლეს და დაგვიტოვეს თავისუფალი საქართველო.
იხილეთ ფოტოები: