„დავიცვათ ჩვენი ბუნება“- სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი აქტივობა „დავიცვათ ჩვენი ბუნება“ ჩაატარეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს.
გარდა ამისა, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ეზო მოსწავლეებმა გულდასმით დაასუფთავეს.
პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი დალი გოგლიძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეები კი მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: