დედაენის დღესასწაული გოდოგანის საჯარო სკოლაში
26-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“(ი.აბაშიძე). 14 აპრილი – ჩვენი ეროვნული სიწმინდის – ქართული ენის დღეა, რომლის აღნიშვნასაც საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. რა თქმა უნდა, ეს დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც გოდოგანის საჯარო სკოლაში. 

სკოლაში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო პედაგოგი ხათუნა გიორგაძე, ხოლო მის გაფორმებასა და დეკორაციების შექმნაზე იზრუნა ხელოვნების პედაგოგმა, ნინო გვენეტაძემ.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას, რომ ქართული ენა – საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ენებს შორის. ნორჩმა აღსაზრდელებმა წარმოთქვეს „დედაენაზე“ სიტყვები, ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ქართული ცეკვები და შეახსენეს ყველას, რომ სამშობლოსა და ენას მოვლა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ეს დღე პირველკლასელებს კიდევ უფრო გაულამაზეს და მათ სამახსოვრო და შემეცნებითი სახის საჩუქრები გადასცეს სოფლის გამგეობის წარმომადგენლებმა - გურამ ცირეკიძემ და გრიგოლ გიორგაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და დავალებით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, მონაწილეებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაწეული შრომისა და ყურადღებისთვის.

„იმედი გვაქვს, რომ ეს დღესასწაული პატარების გონებაში დიდხანს დარჩება და არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203