აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, თემატური პოსტერები შექმნეს
21-04-2022
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეული „ჩვენთან ყოველი დღე 14 აპრილია“ მიმდინარეობდა. 

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორისაა პოსტერების შექმნა. თემატური პოსტერები მე-3, მე-5, მე-7, მე- 9 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს. 

აღნიშნული აქტივობის ხელმძღვანელი ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერიშვილი იყო. სკოლა საინტერსო ღონისძიების გამართვისთვის, მას მადლობას უხდის.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203