ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნახატები მიუძღვნეს
21-04-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ჟოშხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203