„ენა მთისა და ბარისა“ - ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „ენა მთისა და ბარისა“ განხორციელდა ხელმძღვანელი კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ციალა ჭიხვარია გახლავთ.
6 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით ყოველ დიდ დასვენებაზე: დედა ენაზე შექმნილი სიმღერები და ლექსები ისმოდა; გამოვლინდნენ ასფალტზე ხატვაში გამარჯვებულები, ნორჩი დეკლამატორები, საუკეთესო კალიგრაფისტები, ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშებში აქტიური მონაწილეები. საინტერესო იყო ხალხური ანდაზებისა და გამოცანების კონკურსი.
ყველა საკონკურსო ნომინაციას აფასებდა საკმაოდ ობიექტური ჟიური, რომლის წევრები სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ.
პრეზენტაციაზე დამსწრე მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე - რა დაამახსოვრდათ, რა ისწავლეს ახალი, რას გააკეთებდნენ ცოდნის გაღრმავებისათვის.
წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.