დედაენის ღირსეული მცველები ვანზომლეთის საჯარო სკოლიდან
21-04-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეები გაეცნენ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, გაიაზრეს დედაენის დღის მნიშვნელობა, მოიძიეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ქართველი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები, წაიკითხეს ლექსები. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203