წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი თემაზე - „ცხოველები - თერაპია“ გამოცხადდა.კონკურსის მიზანია: მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
დასაშვებია კონკურსის თემის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, მაგრამ საკონკურსო ნამუშევრები უნდა ასახავდეს კონკურსის თემას.
მონაწილეობის პირობები:კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
საკონკურსო ფოტოების წარდგენის პროცედურა კი შემდეგია:1. კონკურსანტმა საკონკურსო ფოტო ნამუშევრები უნდა წარადგინოს წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში.
მისამართი: წმინდა ნინოს N2. ( შესაბამისი ჯგუფის დამრიგებლებთან ან ინფორმაციულ მენეჯერთან).
ფოტო ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:
- კონკურსანტის სახელი, გვარი, კლასი, ტელეფონის ნომერი;
- დაუშვებელია ფოტოზე ავტორის ვინაობის/ფსევდონიმის/ლოგოტიპის მითითება. ამგვარი ფოტოები უპირობოდ მოიხსნება კონკურსიდან;
- ფოტო განთავსებული უნდა იყოს A4 ზომის გლუვ (მატოვი) ქაღალდზე;
- საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 27 მაისის ჩათვლით;
- კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ფოტოების შეუზღუდავი რაოდენობა. არათემატური ფოტოები მოიხსნება კონკურსიდან;
- კონკურსანტი ვალდებულია იყოს ნამუშევრის ავტორი;
- დამუშავება ციფრული რედაქტორების საშუალებით შესაძლებელია, მაგრამ აკრძალულია ფოტომონტაჟი;
- ფოტოები არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო, ტექსტურ წარწერებს ან გრაფიკულ ელემენტებს, რაც არ წარმოადგენს კომპოზიციის ორგანულ ნაწილს.
გამარჯვებულებს შემდეგი სახის პრიზები გადაეცემათ:
- საუკეთესო ფოტო ნამუშევრები გამოიფინება სკოლის სივრცეში 1 ივნისს და მიეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს;
- კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.
შეფასების პროცესი:ფოტო ნამუშევრები შეფასდება ჟიურის მიერ. ჟიური, დაკომპლექტებულია ორგანიზატორთა და ხელოვანთა წარმომადგენლობით;
ჟიური ნამუშევრებს განიხილავს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ, კონკურსის თემა, შინაარსი, ფოტოს ხარისხი, ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა.