დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში
21-04-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლაში ღონისძიება მიუძღვნა. 

ღონისძიებაში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ პედაგოგთან ერთად ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე. ასევე მოეწყო იაკობ გოგებაშვილის საყმაწვილო მოთხრობების კითხვა და განხილვა.

ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203