საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილმა ძიუდოს ტურნირში I ადგილი დაიკავა​
21-04-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, 16 აპრილს თბილისში ილია ბაბუციძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში გაიმართა, სადაც სკოლის VIII კლასის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილი (მწვრთნელი ლუდმილა ფერაძე) მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ 57 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა, მიენიჭა ჩემპიონის წოდება და დიპლომითა და თასით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203