ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია ეკოკლუბის წევრების ინიციატივით დასუფთავდა
21-04-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია ეკოკლუბის წევრების ინიციატივით დასუფთავდა. 

მოსწავლეებმა გარემო გულდასმით მოაწესრიგეს, მათ გარმო ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

მათი დევიზებია - გაუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას; გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს, გაწეული შრომისთვის, მადლობას უხდის.

„ბავშვებმა  დიდი მონდომებით და ხალისით განახორციელეს მათ მიერ დაგეგმილი სასიკეთო საქმე, სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდით თითეულ მათგანს გაწეული შრომისათვის. გისურვებთ წარმატებებს, ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203