ტობანიერის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა მე-8 კლასის მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
21-04-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა გრძელდება.
კათედრის წევრებისა და ქოუჩების მონაწილეობით ხდება გაკვეთილების განხილვა. ამჯერად, გეოგრაფიის პედაგოგმა მერვეკლასელებს მეტად საინტერესოდ და მრავალფეროვნად გააცნო დავალების პირობა.
„სტუმართან ერთად დავაკვირდით თუ, რა საინტერესოდ და მრავალფეროვნად გააცნო გეოგრაფიის მასწავლებელმა VIII კლასელებს შესასრულებელი კომპლექსური დავალების პირობა.
გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ მათ უნდა შეძლონ: ალპური ქვეყნების კატალოგისთვის მოამზადონ სტატია, ერთ-ერთი ალპური ქვეყნის შესახებ. საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ინტერნეტრესურსები, ერთ-ერთი ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ თითოეულმა მათგანმა ვრცლად ისაუბრა: დათოვლილ მწვერვალებზე, თვალწარმტაც ხეობებზე, ქარიშხლიან მდინარეებზე, ენით აღუწერელი სილამაზის ტბებზე, მთის ნაკადულებსა და მზეზე მოციმციმე ჩანჩქერებზე, მცენარეების მრავალფეროვნებასა და საოცარ ცხოველთა სამყაროზე - ეს ყველაფერი კი ალპებია!
დიდი მადლობა, ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, მათ ენერგიულ მასწავლებელსა და ბატონ ირაკლი ტაბატაძეს, დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203