„რა ვიცით ქართული ენის შესახებ?“- თბილისის N102 სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, გაზეთი გამოუშვეს
21-04-2022
თბილისის N102 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, გაზეთი მოამზადეს.

გაზეთში - „რა ვიცით ქართული ენის შესახებ?“, ინფორმაცია ქართული დამწერლობის, ენის, უძველესი ქართული დამწერლობითი ძეგლებისა და დედაენის დღის შესახებაა გაერთიანებული. 

მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და შემდეგ გაზეთად აკინძეს. აღსანიშნავია, რომ მათ ცოდნა კიდევ უფრო გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203