ზემოსურების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
21-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედამიწის კვირეულისადმი მიძღვნილი პროექტი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორები: მე-2 კლასის მასწავლებელი მანანა ბარამიძე, ქიმიის პედაგოგი ნინო სიხარულიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი გიორგი ზამბახიძე გახლდათ.
აღნიშნული პროექტი ცნობიერების ამაღლებით და პრეზენტაციით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ დაიწყო. ასევე, გაკეთდა სურვილები ხე, დასუფთავდა სკოლის ეზო და დაირგო ყვავილები.
„ჩვენს პროექტს შემოუერთდა სკოლის დირექტორი გელა ეზიეშვილი და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოს ასუფთავებდა. პროექტი მხიარულ და ენერგიულ ფონზე მიმდინარეობდა. მადლობა ყველა მონაწილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203