ბებნისის საჯარო სკოლის მე-3 კლასში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებშ,ი მე-3 კლასში დირექტორმა და ამავდროულად, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ჯუნა ცხოვრებაძემ დისკუსია მოაწყო.
მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ და მოუარონ დედამიწას, რა ზიანის და სარგებლის მოტანა შეუძლიათ ადამიანებს პლანეტისათვის.
მოსწავლეებმა ასევე, იმსჯელეს თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დედამიწა „მწვანე პლანეტა“ რაც შეიძლება დიდხანს იყოს.
იხილეთ ფოტოები: