თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 15 აპრილი ხელოვნების მსოფლიო დღე იზეიმეს, რომელიც UNESCO -ს ეგიდითა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ, ეკა გუმბერიძის ხელმძღვანელობით კონფერენცია თემაზე: „ხელოვნების მსოფლიო დღე“ ჩაატარეს.
ხელოვნების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია ხელოვნების მეშვეობით ერებს შორის დიალოგის გაღრმავება, კულტურის პოპულარიზაცია და მისი განვითარება, ამ გზით მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების მსოფლიო დღე 15 აპრილს, ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: