აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს
21-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ აზმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203