„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ბებნისის საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
26-04-2022

„დედამიწა ჩვენი სახლია“- ამ ლოზუნგით გამოეხმაურნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ბებნისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი ხათუნა კოპაძე, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომელიც პროექტის ფარგლებში უკვე მეორე წელია იმართება. 

პედაგოგი მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მოსწავლეებს აქტივობები შესთავაზა, მათ შორის პირველკლასელებისთვის ყველაზე სახალისო ასფალტის ხატვა აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203