ქვილიშორის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელის, ნიკოლოზ ვარდანიძის თეატრალური წარმატება
21-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.
ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე მე-7 კლასელი ნიკოლოზ ვარდანიძეა, რომელიც თეატრალური ნიჭით გახლავთ დაჯილდოებული.
ნიჭიერი მოსწავლე საბავშვო თეატრალურ დასში მოღვაწეობდა ახლა კი სახალხო თეატრის დასში გადაინაცვა და შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე შემდგარი მსახიობია.
„წარმატებები მას თეატრალურ გზაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.