
„ჩვენ მშვიდობა გვინდა“, „ჩვენი თანადგომა უკრაინელ ბავშვებს“- სწორედ ეს პრეზენტაციები წარმოადგინეს სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა. შემდეგ კი პედაგოგ მაია ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით კედლის გაზეთი შექმნეს. ბოლოს დამრიგებლებთან ირინა უგულავასა და ლელა ბახტაძესთა ერთად, სკოლის დერეფანში პერფორმანსი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა უკრაინელი ბავშვებისთვის კეთილი სურვილები არ დაიშურეს და საქართველოში დაპატიჟეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.