ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ
21-04-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეები ტექნოპარკში, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა თანამედროვე ტექნიკა, სხვადასხვა პროგრამები ნახეს და კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდნენ, რამდენად უსაზღვროა კომპიუტერული ტექნოლოგიების შესაძლებლობები ჭკვიანი ადამიანების ხელში.
ბავშვები აღფრთოვანდნენ სამგანზომილებიანი პრინტერის, ლაზერმჭრელის, რობოტების, სხვადასხვა პროექტების მაკეტების ხილვით და ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ მომავალში მეცნიერებას პროფესიად აირჩევენ.
საკონფერენციო დარბაზში მოსწავლეთათვის გაიმართა საპრეზენტაციო ჩვენება ტექნოპარკში არსებული ტექნიკისა და პროგრამების შესახებ.
მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხებიც. გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო და ვიდეო. ახლა ისინი შემდეგ სამეცნიერო ვიზიტს მოუთმენლად ელიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203