თბილისის N108 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მხატვარ მარიამ ბარდაძეს უმასპინძლეს.
ის მოსწავლეებს თავის შემოქმედებასა და შთაგონების წყაროზე ესაუბრა. ახალგაზრდა მხატვარმა მათ დასმულ შეკითხვებზე უპასუხა.
შეხვედრის ბოლოს, სახალისო და საინტერესო აქტივობა გაიმართა. მასში გამარჯვებულ მე-7ა კლასის მოსწავლე თეკლა კევლიშვილს საჩუქრად მხატვრის ნამუშევარი ავტოგრაფით გადაეცა.
მარიამ ბარდაძე სკოლას პროექტის - „შეხვედრა ხელოვანთან“, ფარგელებში ესტუმრა.
„მარიამ ბარდაძე არის გამორჩეული ხელწერის მქონე ხელოვანი, მისი შთაგონების წყარო - ადამიანები, ურთიერთობები და კონკრეტული პერიოდების მეხსიერებაა. მხატვრის მიზანია, დამთვალიერებელმა მისი ნამუშევრების დათვალიერებისას იგრძნოს ბუნებრიობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: