თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“ 
21-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში კი, მე-7 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბარბარიზმების შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს. ამის მიზანი ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ენის სიწმინდის დაცვაა. 

ამ აქტივობაში მეშვიდეკლასელების ხელმძღვანელი პედაგოგი დარინა მახათაძე იყო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203