შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე
21-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს განსაკუთრებული აქტივობები მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დაამზადეს ბროშურები, წარადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექსები, ასევე ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამები მშობლიური ენის შესახებ.

მოსწავლეებმა ასევე, ქართული ენის დაცვასა და გაფრთხილებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებებს ფონად წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) სიტყვები - „ენა საღმრთო რამ არის საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ გასდევდა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები: ია დოლიძე, სოფიო ზაქარეიშვილი და მაკა კობალაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203