
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციაში ჩაერთნენ.
19 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მთელი რაიონის მაშტაბით დასუფთავების აქცია ჩატარდა.
დასუფთავების აქციას შეუერთდნენ ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. დასუფთავდა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
„მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ყველა გავუფრთხილდებით დედა-ბუნებას! მადლობა თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგს აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: