ხონის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე სიურპრიზებით სავსე ღონისძიების ფონზე წარიმართა
21-04-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სკოლამ არაჩვეულებრივი სიურპრიზები გაუკეთა, რამაც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა:

„ემოციებით სავსე დღე... სიურპრიზი N1 - გულსაბნევები ყველას წარწერებით: „მე მიყვარს ქართული ენა"; სიურპრიზი N2 - გრაგნილი საუკეთესო კალიგრაფიით, ყველა საკლასო ოთახში ზეიმი... ზეიმი გამარჯვების, თავისუფლების, მშობლიური ენის სიყვარულის! და ეს განწყობა განფენილი თემაში: ნახატებით, სლოგანებით, გამონათქვამებით, ლექსებით და ბოლოს, ცაში აფრენილმა საჰაერო ბურთებმა მსოფლიოს ამცნეს: „ჩვენ გვინდა მშვიდობა! ჩვენ გვიყვარს და დავიცავთ დედა ენას!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203