
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, ჟესტური ენის გაცნობის მიზნით, შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ორგანიზატორებმა მოსწავლეებს სმენადაქვეითებული პირების საჭიროებებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გაამახვილეს მათ მიმღებლობასა და მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა გააგზავნეს შეტყობინება ჟესტური ენით - „ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“.
იხილეთ ფოტოები: