ჭანიეთის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კოლხური ბზა დარგეს
21-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „გაიგე ბუნების ხმა“ მონაწილეობენ. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზა დარგეს. 

მოსწავლეებმა ადგილი შეარჩიეს, მიწა მოამზადეს და ნერგები დიდი მონდომებით გადაანაწილეს. 

გადავარჩინოთ კოლხური ბზა - ისინი, ამ ეგიდით, აქტივობაში, პედაგოგებთან ერთად, უდიდესი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობას მოსწავლეებს ყოველდღიურად ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203