დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოფენა მიეძღვნა
21-04-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

სკოლაში სააღდგომო თემატიკაზე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახის შესანიშნავი ნამუშევრები გამოიფინა.

მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინეს. მნახველზე თითოეულმა ნამუშევარმა უაღრესად დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზ ღონისძიებებს უძღვნიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203